დამანგრეველი სტიქია ნეპალში

21:01, 26.08.2026

მსოფლიოს ყურადღება ნეპალისკენაა მიმართული. მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაკარგულ ათეულობით მოქალაქეს ამ წუთებშიც ეძებენ – გამანადგურებელი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა საათობრივად იზრდება. დაკარგულებს შორის არიან ტურისტებიც. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ტერიტორიაა. კადრები, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონიდან ვრცელდება, მძიმედ საყურებელია: დანგრეულია სახლები, მიწასთანაა გასწორებული მრავალსართულიანი კორპუსები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. მეწყერის ჩამოწოლის გამო, ღვარცოფულმა მასამ მდინარე ჩახერგა, რამაც მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიიური პროცესების მიზეზი კი მიწისძვრაა. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ტიბეტშიც, რომელიც დამანგრეველმა სტიქიამ ასევე დააზარალა. ტერიტორია, სადაც სტიქიური პროცესები განვითარდა, ტურისტულად მიმზიდველი ადგილია.

მსგავსი