დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები ვენესუელაში 

21:36, 29.06.2026

ვენესუელა მსოფლიო ყურადღების ცენტრში.

დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ქვეყანა ნანგრევების ქვეშ მყოფი ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება – მწვავე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ვენესუელა სხვადასხვა ქვეყნიდან დახმარებას იღებს. იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთები და ფინანსური შემოწირულობები. სამძებრო ოპერაციაში ჩართულია ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 50 000-ზე მეტი პირი. დაღუპულია 1 500-მდე ადამიანი, დაშავდა 3 000-მდე მოქალაქე.

გადარჩენილთა მძიმე ისტორიები და ბოლო მონაცემები დამანგრეველი სტიქიის ეპიცენტრიდან – თაკო მუშკუდიანის რეპორტაჟში.

მსგავსი