დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები

11 დღე ნანგრევების ქვეშ.

თურქეთის მიწისძვრის შედეგად დანგრეულ კორპუსში მოყოლილი ახალგაზრდა ცოცხალი გამოიყვანეს. საათებთან ერთად გადარჩენის შანსების სულ უფრო შემცირების მიუხედავად, თითქმის მიწასთან გასწორებულ 10 ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია არ წყდება. დღითიდღე სულ უფრო იმატებს ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი წყალმომარაგების აღდგენას და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. 36 000-ზე მეტი დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი მილიონამდე ადამიანი მარტო თურქეთში – ზარალის მასშტაბები სულ უფრო მზარდია. დაზარალებულმა ქვეყანამ დღეს ნატოდან კარვების ქალაქის მოწყობაში დახმარების პირობა მიიღო.