დამანგრეველი მიწისძვრა ვენესუელაში 

21:35, 25.06.2026

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან.

ადგილობრივი დროით საღამოს ექვს საათზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში 39 წამიანი ინტერვალით, 7.2 და 7.5 ბალის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხი 200 აღწევს, დაშავებულია 1000-ზე მეტი, დაკარგულად ითვლება 25 ათასამდე ადამიანი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა, თუმცა სამაშველო ოპერაციას განმეორებითი ბიძგები აფერხებს. მიწისძვრამ განსაკუთრებით დააზარალა დედაქალაქი კარაკასი და სანაპირო რეგიონები. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი კორპუსი, მრავალსართულიანი შენობები და სასტუმროები. სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ კოლუმბიასა და ბრაზილიაშიც. სერიოზული დაზიანების გამო განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა ვენესუელის საერთაშორისო აეროპორტი. ქვეყნის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებულია სატელეკომუნიკაციო სისტემები.

ანეტ მიქელაძე ვენესუელის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი სტიქიის შესახებ.

მსგავსი