დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ – ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამ დრომდე უცნობია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კატასტროფის ზონაში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა. თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო მონაცემებით ათასამდეა, ყოველ წუთში იზრდება დაშავებულთა რაოდენობაც. სტიქიის ზონაში უმძიმესი იყო შვიდი თებერვალიც, ათიათასობით ადამიანმა განმეორებითი ბიძგების გამო, მთელი ღამე ღია ცის გაატარა. დანგრეულ პროვინციებში სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში თურქეთს დახმარებას სთავაზობენ მეგობარი სახელმწიფოები, კატასტროფის ზონაში ეტაპობრივად ჩადიან სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო ბრიგადები, სპეც-ტექნიკა და ჰუმანიტარული დახმარება.

შედარებით ნაკლები მსხვერპლის მიუხედავად, რთულია ვითარება სირიაშიც, ბოლო პერიოდში მრავალწლიანი ომგამოვლილი ქვეყანა, ისედაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იდგა, ახლა კი მძიმე ვითარებას მიწისძვრა და ქოლერას ეპიდემია დაემატა.

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სტიქიის შედეგები სალომე თორაძის რეპორტაჟში.