დამანგრეველი მიწისძვრა კოლუმბიაში 

21:40, 11.08.2026

250-მდე დაღუპული და 1500-ზე მეტი დაშავებული – კოლუმბიაში დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო სამუშაოები. სხვადასხვა მონაცემებით დაკარგულად მიიჩნევა 3700-ზე მეტი   ადამიანი. სავარაუდოდ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდება. კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ დილის რვის ნახევარზე მოხდა. სტიქიამ უდიდესი ნგრევა ქვეყნის სამ ქალაქში გამოიწვია, შედარებით ნაკლებად დაზარალდა დედაქალაქი. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ ქვეყნებში – ეკვადორში, პანამასა და ვენესუელაშიც იგრძნობოდა. კოლუმბიას საერთაშორისო საზოგადოება მხარდაჭერას უცხადებს. სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების და ცოცხალი ძალის გასაგზავნად არაერთი ქვეყანა ემზადება.

 

მსგავსი