დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში
ავღანეთში დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან – ქვეყანაში მომხდარ 6-ბალიან მიწისძვრას 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი თითქმის 3 ათასს აღწევს. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯალალაბადიდან 27 კილომეტრით იყო დაშორებული. ყველაზე მძიმე სიტუაცია კუნარის პროვინციაში, სადაც სამაშველო სამაშველო ოპერაციები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ადგილობრივებს დახმარება უკვე შესთავაზეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა – თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.