დალუქული მაღაზიები

ბათუმის ცენტრალურ, ე.წ. ხოფის ბაზარზე რამდენიმე მოვაჭრეს მაღაზია დალუქული დახვდა.

მეპატრონეების განმარტებით, ბაზრის ადმინისტრაციამ მათ გადასახადები გაუძვირა და ისინი მომატებულ ტარიფს ვერ იხდიან. ამის გამო, ადმინისტრაციამ მათი სავაჭრო ადგილები გაუფრთხილებლად დალუქა.

ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გადასახადების გაძვირების შესახებ მოვაჭრეები რამდენიმე თვის წინ გააფრთხილეს. დღეს კი ადმინისტრაციამ მიიღო ობიექტების დალუქვის გადაწყვეტილება. ბაზრის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ფასები აუდიტის გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდა და დაკავებული მიწის ფართობის მიხედვით განისაზღვრა.