დაკითხვაზე დაბარება

20-21 ივნისის მოვლენების გარშემო, საგამოძიებო უწყებას კითხვები სხვა პოლიტიკოსების მიმართაც გაუჩნდა.

გამოკითხვაზე დაბარებულია კიდევ ოთხი ოპოზიციონერი ლიდერი. გუბაზ სანიკიძეს, ხატია დეკანოიძეს, ბაჩუქი ქარდავას და ირაკლი ღლონტს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდნენ, მოწმის სტატუსით იბარებენ. მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობის მუხლით აღძრულ საქმეზე გამოკითხავენ. თუმცა, გიორგი ბარამიძის და გიგი უგულავას მსგავსად, ოთხივე პოლიტიკოსი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზეა თანახმა.

სასამართლოში მისვლის თარიღის დაზუსტებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარება უკვე გახდა არაერთგვაროვანი პოლიტიკური შეფასებების თემა. ოპონენტები ხელისუფლებას ოპოზიციის დევნაში სდებენ ბრალს.