დახურული კლინიკა

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი დროებით დახურულია.

72 წლის ქალბატონს, რომელიც კლინიკაში ქრონიკულ დაავადებაზე მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ხანდაზმულ ქალს სხვა ჩივილებთან ერთად, დიაბეტი აქვს. მას რამდენიმე დღის წინ ამავე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, პასუხი ვირუსზე უარყოფითი იყო. გუშინ კი „კოვიდ 19“ მის მეუღლეს გამოუვლინდა, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განმეორებითი კვლევა ქალბატონსაც ჩაუტარა. შედეგი ამჯერად უკვე დადებითია. სწორედ ეს ფაქტი გახდა ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის დაკეტვის მიზეზიც.

თათაია ტაბეშაძე დეტალებით.