დახურული აეროპორტები და გადადებული რეისები

მიმდინარე მოვლენების ფონზე, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით აეროპორტები დახურულია. საჰაერო სივრცე დახურეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ისრაელმა, კატარმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა და ბაჰრეინმა. Emirate-ების ავიახაზებმა დუბაიდან და დუბაიში ყველა რეისი მინიმუმ 1-ლი მარტის შუადღემდე შეაჩერა. Qatar Airways-ის მონაცემებით კი, კატარის აეროპორტი სულ მცირე 2 მარტამდე იქნება დაკეტილი. ჯამში, ახლო აღმოსავლეთის მსხვილი ავიაკომპანიების მიერ გაუქმებულია 1800-ზე მეტი რეისი.