დახმარების პროგრამა ფერმერებისთვის 

„კოვიდ 19“-ის პანდემიის მიუხედავად, გურიაში მცხოვრებ ფერმერთა ნაწილს საკუთარი მეურნეობის გაფართოება სურს.

საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ვაზის იშვიათი გურული ჯიშების გამოყვანაზე მუშაობენ. მათ ახლა ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის იმ ანტიკრიზისული პროგრამის პირობებს აცნობს, რომელიც არაერთ შეღავათს მოიცავს, მათ შორის იაფი სესხების კუთხით. აგრო-კრედიტების გარდა პროგრამა მიწების დასამუშავებლად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით დახმარებასაც გულისხმობს.

დატოვე კომენტარი