დახმარება უკრაინელ ტურისტებს

15:40, 26.02.2022

საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს – უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სურვილი  გამოთქვა, სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი.

მსგავსი