დახმარება უკრაინელ ხალხს აჭარიდან

აჭარა აგრძელებს უკრაინის დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების ჰუმანიტარულ დახმარებას. პროცესში ჩართული არიან ახალგაზრდები და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებები. აჭარის მთავრობისა და ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ გამოიყო შესაბამისი ფულადი რესურსი, რითაც სამედიცინო და პირველადი მოხმარების პროდუქტებს შეიძენენ. ნივთების შეგროვება-დახარისხების პროცესს ორგანიზებას უწევს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი. ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეშია განთავსებული.