სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტი

ატოცში მომხდარი ინციდენტის გამო მმართველი გუნდი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, ლანა ღვინჯილია, რომელმაც გუშინ საოკუპაციო ხაზთან მისულ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა, საკუთარ სიტყვებს არ ნანობს.

ხელისუფლებასთან ერთად ღვინჯილიას გუშინდელ საქციელს არც ყოფილ მმართველ პარტიაში ამართლებენ, თუმცა ფაქტს ემოციით ხსნიან.

გუშინდელ ინციდენტს მესამე სექტორიდან მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი გამოეხმაურა.