დახმარება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში

სოციალური შეღავათების პაკეტი მოსახლეობისთვის.

კორონავირუსის გამო შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მოქალაქეთა ნაწილს კომუნალურ გადასახედებს სახელმწიფო დაუფარავს. შეღავათი გავრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. დახმარება მარტიდან მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების გეგმასაც აანონსებს. საერთო ჯამში ქვეყანა ეკონომიკის დასახმარებლად ბიუჯეტიდან ორ მილიარდ ლარს გამოყოფს. ცალკე თანხა – 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული „კოვიდ 19“-თან საბრძოლველად და ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად.

პანდემიის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მალე მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტები იცვლება. პარლამენტს მალე კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცება მოუწევს.