დახმარება კლუბების და კლუბებში დასაქმებულებისთვის

კოვიდ-პანდემიის გამო დაზარებული ბიზნესი გარკვეული შეღავათებით ისარგებლებს.

არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ ღამის კლუბებში დასაქმებული პერსონალი ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ჯამში სფეროსთვის თბილისის მერია ორ მილიონ ლარს გამოყოფს, რაც 500-მდე ადამიანზე უნდა განაწილდეს. თითქმის ერთი წელია, საკლუბო ორგანიზაციები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებენ, შედეგად ათეულობით ადამიანი თვეებია, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. შეზღუდვების გაუქმების გრაფიკში ღამის კლუბები ნახსენები არ არის, შესაბამისად მათი გახსნის თარიღი გაურკვეველია.