დაკეტილი სათემო ცენტრები

დევნილთა დასახლებაში სათემო ცენტრები პრაქტიკულად დაკეტილია.

ბოლო ორი წელია იქ დევნილი ბავშვებისთვის უფასო წრეები აღარ ფუნქციონირებს. პანდემიის შემდეგ, სოციალურ ცენტრებში მოქმედი ყველა პროექტი თანდათან დაიხურა. დევნილი ბავშვები სოციალური პროექტების აუცილებლობაზე საუბრობენ და დახმარებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სთხოვენ.