დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე 

21:07, 30.10.2025

სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სახლი გაჩხრიკეს.

საგამოძიებო მოქმედებები ამჯერად ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. დაკავებულია ექს-მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. როგორც ირკვევა, ეს არის იმ რეზონანსული საქმის გაგრძელება, რომელზედაც მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ტაბიძეს ბრალდება წაუყენეს. საუბარია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლების საქმეზე. სწორედ გაბუნიას ასახელებს გამოძიება ფონდის კურატორად. ჩხრეკა ჩატარდა კიდევ 20-ც ობიექტზე.

ირაკლი ქარსელაძემ მინისტრის თანამდებობა აპრილში დატოვა.

მსგავსი