დაკავებული ტანკერი

რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებულ ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ექვსი, უკრაინის ოცი და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ხომალდის კაპიტანიც ქართველია. აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლის ბრალს წარუდგენენ. მანამდე, დაკავებული ტანკერის შესახებ კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის პრესმდივანმაც. კეროლაინ ლევიტმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია. მისი განცხადებით, ტრამპი ყოველთვის დაიცავს პოლიტიკას, რომელიც შეერთებული შტატებისთვის საუკეთესო იქნება. თეთრ სახლში სჯერათ, რომ ეს ამერიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობას არ გამოიწვევს, რადგან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ლევიტის განცხადებით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავება ნათლად აჩვენებს, რომ აშშ სანქციების დარღვევას არ მოითმენს.