დაკავებული პანკისელი მუსა ხანგოშვილის დედის პირველი კომენატრი

მუქარის ან პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პანკისელი მუსა ხანგოშვილის დედამ, მედეა ხანგოშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მუსა ხანგოშვილი 12 წელი რუსეთში ცხოვრობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში პანკისში არ ჩასულა.

მუსა ხანგოშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, მისი შვილი განყოფილებაში ძებნაში მყოფი ძმის შესახებ დეტალების გასარკვევად მივიდა.

ხანგოშვილი გურჯაანში 4 აგვისტოს დააკავეს და ყვარელში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.