დაკავებული მაღაროელების სასამართლო

18:23, 21.07.2026

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაღაროელების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. მსჯავრდებულები საბოლოო სიტყვას, მომდევნო სასამართლო პროცესზე იტყვიან, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი – 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულების მხარდასაჭერად, ქუთაისში ჭიათურიდან მაღაროელების ახლობლები და თანამებრძოლები ჩავიდნენ.

მსგავსი