დაკავებული მაღაროელების სასამართლო პროცესი

15:11, 17.07.2025

ოთხი მაღაროელის წინასასამართლო პროცესი ქუთაისში – გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის თენგიზ გველესიანის და არჩილ ჭუმბურიძის საქმეების განხილვის პარალელურად, სოლიდარობის ნიშნად, შეკრებილები არიან ახლობლები სასამართლოს ეზოში. შეგახსენებთ, მაღაროელები აპრილის თვეში დააკავეს. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 28-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 8 მაღაროელმა დღეს დილით შიმშილობა შეწყვიტა.

მსგავსი