დაკავებული მაღაროელების სასამართლო პროცესი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მაღაროელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და სავარაუდოდ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დაკავებულების მხარდასაჭერად ქუთაისში, ჭიათურიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, ისინი იმედოვნებენ რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და 4 მაღაროელი გათავისუფლდება. შეგახსენებთ, რომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება, თავდაპირველად ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი – მონაწილეობას ედავებიან.