დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ქობულეთის მერიის სამ თანამშრომელს პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა.

ქობულეთის მერიის თანამშრომლებს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. დაკავებულები საჩინოს, ქაქუთისა და ხალას რწმუნებულები იყვნენ და საკუთარ სოფლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ინსპექტირება ევალებოდათ.