დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს

20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები საქალაქო სასამართლოს საპატიმრო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ისინი ლორთქიფანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბეჟან ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან მას არ შეეძლო, ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე, მიმალულიყო და ახალი დანაშაული ჩაედინა. ლორთქიფანიძის უდანაშაულობაზე საუბრობს დაკავებულის მეუღლეც და ხელისუფლების მხრიდან შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას.