ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებულების ნაწილი თბილისის მთავარ სამმართველოში არიან მოთავსებულები. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება იუმორისტი ონისე ცხადაძე. ის ადვოკატმა მოინახულა. მისი განცხადებით, დაკავებულს ბრალდების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ადვოკატის განცხადებით, მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. ასევე სამმართველოში დღეს ბრალი ანზორი კვარაცხელიას წარუდგინეს, რომელსაც გამოძიება მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ასევე ბრალი წარედგინა საბა ცხვიტარიას, რომელსაც სამართალდამცავზე თავდასხმას ედავებიან. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.