დაკავებულებს ადვოკატები ხვდებიან

ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მყოფი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია დღეს მისმა ადვოკატმა მოინახულა.

ბექა კვინიკაძის განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ყორშიას, 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბრალდებას უარყოფს ყორშიას ადვოკატი. ამასთან, მისი განმარტებით, ბექა ყორშიას მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს, თუმცა მას ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. პარალელურად, ადვოკატები საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდებიან თბილისის მთავარ სამმართველოში. ადვოკატების განცხადებით, თბილისის მთავარ სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით ხუთი პირია მოთავსებული.
ასევე ადვოკატის განცხადებით, მთავარ სამმართველოში მოთავსებულია სამი პირი, რომელთაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას ედავებიან. ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ისინი თამარ მეფის გამზირზე დააკავეს.