დაკავებულების სასამართლო პროცესი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე პარლამენტის წინ დაკავებული 6 პირის მიმართ.

მათ ბრალად ედებათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ასევე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე და მოძრაობის, – „ნუ მომკლავ“, – წევრი, ტიტე გედენიძეც დაკავეს. ორივე მათგანი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.