დაკავებულების სასამართლო პროცესი - ბელა ზაქაიძის ჩართვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა 29 ნოემბერს რუსთაველზე დაკავებული ორი პირის – გახარიას პარტიის წევრის, ირაკლი წულაიას და მოქალაქე ირაკლი დიასამიძის საქმეს იხილავს. ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანებები სახეზე აღენიშნებათ. როგორც ირაკლი დიასამიძემ განაცხადა, ჭიჭინაძის ქუჩაზე 29 ნოემბერს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. წულაიას ახლობლების განცხადებით კი, გახარიას პარტიის წევრს სპეცრაზმელები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც სახლში შვილი წაიყვანა და აქციაზე ბრუნდებოდა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედავებიან. მათ გარდა, დაგეგმილია დღის განმავლობაში სხვა პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვაც.