გვიან ღამით ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ნაწილი თბილისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებული. დაკავებულების მოსანახულებლად მათი უფლებადამცველები იმყოფებიან. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. დროებითი მოთავსების იზოლატორში ასევე იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. გამომძიებლები დაკავებულებს სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებთან დაკავშირებით გამოჰკითხავენ.