დაკავებულების მდგომარეობა

თბილისის მთავარ სამმართველოში გუშინ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს ადვოკატები ნახულობენ. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, სავარაუდოდ მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადვოკატის განცხადებით, მთავარ სამმართველოში მოთავსებულია სამი პირი, რომელთაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას ედავებიან. ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ისინი თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ახობაძე პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობაზეა. ამავდროულად, ადვოკატების განცხადებით, ხუთი პირია თბილისის მთავარ სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით მოთავსებული.