აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება

8, 9 სექტემბერს დაკავებული სამი პირიდან ორი გათავისუფლდა, ერთი დაკავებულის, მეგი დიასამიძის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ მიმართა. შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა. შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამი პირი დააკავეს, მათგან ორი აქციის მონაწილეთა მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ხოლო მეგი (ირმა) დიასამიძე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის.