დაკავებულები ადვოკატებს ხვდებიან

კოალიცია „ცვლილებებისათვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ამ დრომდე მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

როგორც ადვოკატმა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა, დაკავებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც გონებაც დაკარგა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს. ადმინისტრაციული წესით, ნიკა გვარამიასთან ერთად დაკავებულია ამავე კოალიციის წევრი გელა ხასაიაც. ასევე დაკავებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი, ასევე, მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე. ჯამში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირია დაკავებული. გარდა ამისა, ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნის ბრალდებით დაკავებულია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილიც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.