დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ ექვს პოლიციელს – ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა მიიღო. სხდომას დაკავებული არც ერთი პოლიციელი არ ესწრებოდა. პოლიციელთა ნაწილი ბრალდებას აღიარებს, ნაწილი კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს, 12:00 საათზე ჩატარდება.