დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს კომპანია „ელთ ბილდინგი“ თაღლითობაში ადანაშაულებს და მის კომპანიას 416 000 ევროს ედავება. დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგის“ წარმომადგენლებმა ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრეს. მათი განცხადებით, საქმე გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიერ წინასწარ მომზადებულ თაღლითურ გარიგებებს ეხება. საქმე იმაშია, რომ დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგსა“ და „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ შორის 2022 წლის სექტემბერში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა კომპანია „ელთ ბილდინგის“ მიმართ იახტის ჩამოყვანის ვალდებულების სანაცვლოდ, 416 000 ევრო წინასწარ აიღეს. მათი თქმით, იახტის ჩამოყვანის ვადად 2023 წლის აგვისტოს თვე განისაზღვრა, თუმცა მათ პირობა არ შეასრულეს. ჩიკვაიძე და პაპიაშვილი „ელთ ბილდინგის“ მენეჯმენტს არწმუნებდნენ, რომ იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო და მას ოქტომბერში მიიღებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ იახტა, რომელშიც კომპანია „ელთ ბილდინგმა“ თანხა გადაიხადა, რეალურად არც არსებობდა. „ელთ ბილდინგი“ იახტის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციას უშედეგოდ ითხოვდა. საბოლოოდ ჩიკვაიძის კომპანიამ აღიარა, რომ რეალურად იახტა არ არსებობდა და პირობა დადო, რომ „ელთ ბილდინგის“ მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას უკან დააბრუნებდა, 2023 წლის იანვარში მთ დააბრუნეს თანხის მხოლოდ 10%, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმე მსხვილი თაღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე აღიძრა. თაღლითობაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე 2025 წლის 11 მარტს დააპატიმრეს.