დაკავებები ნარკოდანაშაულის ბრალდებით

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით კი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან  ნივთმტკიცებად ამოიღეს  სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „მეტადონი“ და „ალფა-პვპ“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით ასევე დაკავებულია 2009 წელს დაბადებული პირიც. ის ფონიჭალაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.