დაკავებები და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები სომხეთში 

დაკავებები და სკანდალური ურთიერთბრალდებები – სომხეთის მთავრობა ხელისუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდების მასშტაბურ გეგმას აღკვეთილად აცხადებს.

ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, გეგმის ორგანიზატორი არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანია, რომელიც შარშან გამართულ საპროტესტო აქციებს ედგა სათავეში. მის გარდა ბრალი წაუყენეს სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვარს. მწვავე კრიტიკის შემდეგ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურს გადადგომისკენ მოუწოდებს პრემიერი. მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედია საშუალებები და საჯარო პირები შეთქმულების უკან რუსეთის კვალზე მიუთითებენ. კრემლი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის შიდა საქმედ მიიჩნევს. ბოლო მონაცემებით, დაპატიმრებულია 16 პირი. მათ შორისაა არქიეპისკოპოსი ბაგრატი. დაკავებულების ადვოკატები აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს რეპრესიებს ადარებენ.