დაკავებები 4 ოქტომბრის საქმეზე 

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებები გრძელდება.

გვიან ღამით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში, ცხრა ადამიანი აიყვანეს.  ნაწილი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. ისინი უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. უფლებადამცველების განცხადებით, ისინი სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით არიან დაკავებულები.