დაკავება ზუგდიდში

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის დაწყებამდე სამართალდამცავებმა დააკავეს მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა. მათ ფეიერვერკი გაისროლეს. მარიამ სიჭინავას გუშინ ჰქონდა სასამართლო პროცესი იგივე თემაზე. სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის 4-ე დს 5- ე ნაწილით დს 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ორივე დაკავებული შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონდებლო ცვლილებებით, აქციაზე პიროტექნიკის ქონა ან გამოყენება ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება გახდა. მარიამ სიჭინავა რამდენჯერმე დააჯარიმეს ჯერ სახის დაფარვისთვის, შემდეგ კი უკვე დააკავეს ჰაერში ფოირვერკის სროლისთვის. მისი განცხადებით, ის უარს აცხადებს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული არალეგიტიმური კანონის შესრულებაზე.