დაკავება ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის

ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 23 წლის გოგონას, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მოხდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ  მამაკაცმა ყოფილი მეუღლე შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სიდედრის ცემის ფაქტზე, 6 თვით თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა. ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 13-დან  17 წლამდე  პატიმრობას ითვალისწინებს.