საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და გაასაღა სამშენებლო მასალის მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთ პირს თანხა გამოართვა. დანაშაული სასჯელის სახედ ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.