დაკავება ყალბი პიარკამპანიისა და ბილეთების გასაღების ბრალდებით

12:14, 26.04.2018

საქართველოში კრის რის კონცერტის ყალბი პიარკამპანიისა და ბილეთების გასაღების ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, თითქოსდა მისი კომპანიის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს გამართავდა ცნობილი მუსიკოსი კრის რი. მან ჩაატარა აქტიური პიარკამპანია კრის რის 2017 წლის 30 დეკემბერს ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებულ იქნა 2 ათას 727 ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი