7 ნოემბრის საქმე – სააკაშვილის სასამართლო
2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდზე მორიგი სხდომა გაიმართა. დაიკითხა ტელეიმედის ყოფილი მეწილე გიორგი მიქელაძე. მისი ინფორმაციით, 2011 წელს ფლობდა სამშენებლო კომპანიებს, იცნობდა ვანო მერაბიშვილს და არანაირი ინტერესი არ ჰქონდა ტელეიმედის წილების ყიდვის, თუმცა, ამის მიუხედავად მერაბიშვილმა შსს-ში დაიბარა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადააფორმებინა „იმედის“ 15 პროცენტი. მოწმის თქმით, თანხა არ გადაუხდია და ფიქტიური მეწილე იყო. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი წილები პატარკაციშვილის ოჯახს უკან დაუბრუნა. მოწმის დაკითხვას სააკაშვილიც დაესწრო. მანამდე ბრალდებულმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მომდევნო პროცესი 30 ნოემბერს კვლავ ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება.