დაკავება ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონში მცხოვრებმა პირმა საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა.

მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. აღნიშნულმა პირმა და მისმა თანამზრახველმა მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც, 1400 აშშ დოლარი აიღეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დამნაშავე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.