დაკავება ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე
საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღეს 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა ამოღებული. ბრალი სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.