დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, კიდევ ერთი არასრულწლოვანი კი ამხილეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ცივი იარაღით თბილისში თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა, მეორეს მიმართ კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება. დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.