ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ერთ-ერთი დაკავებულის სახლიდან კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური და „მარიხუანა“. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.