დაკავება უკანონო იარაღის შეძენის ბრალდებით

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში სამი პირია დაკავებული. პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულების ავტომობილების და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.