დაკავება უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით

12:05, 13.09.2026

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა. ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის ოთხი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და ხუთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი